---
title: "მუხლი 18. მოპოვებული ბუნებრივი გაზის გამოყენება — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/18"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "18"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მოპოვებული ბუნებრივი გაზის გამოყენება — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/18

1. მოპოვებული ბუნებრივი გაზის ღია ცეცხლით დაწვა განსაკუთრებული პირობების არსებობის და სათანადო დასაბუთების გარეშე მიიჩნევა ბუნებრივი რესურსის ფუჭად ხარჯვად და იკრძალება.

2. სააგენტოს უფლება აქვს მოუხსნას ინვესტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა: ა) ჭაბურღილის ბურღვის, შემოწმების ან შეკეთების დროს; ბ) მილსადენის ან სხვა მოწყობილობის დაზიანებისას; გ) ფორსმაჟორის შემთხვევაში. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/19.md
