---
title: "მუხლი 21. მოპოვებული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/21"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "21"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. მოპოვებული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/21

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული არამაგისტრალური მილსადენების და შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ექსპლუატაცია და გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად. ინვესტორს უფლება აქვს აწარმოოს მოლაპარაკება სახელმწიფოს კუთვნილი მაგისტრალური მილსადენების თავისუფალი მოცულობების კომერციულ საფუძველზე გამოყენების შესახებ.

2. ინვესტორს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არსებულ მაგისტრალურ მილსადენთან მისაერთებლად ააშენოს და გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენი ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი წილი ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/22.md
