---
title: "მუხლი 25¹¹. ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/25-11"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "25^11"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25¹¹. ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 25¹¹ (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/25-11

1. სააგენტო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განიხილავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის ახალ სტანდარტებს და მონაწილეობს მათ დამტკიცებაში.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ლაბორატორიას გასასინჯად ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშებს. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.

3. სააგენტოს ექსპერტებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები და წარუდგინონ ლაბორატორიას გასასინჯად. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.

4. თუ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტოს უფლება აქვს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულებას. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/25-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/25-12.md
