---
title: "მუხლი 25⁴. ტარიფის დადგენისა და ამოქმედების წესი და პროცედურები — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/25-4"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "25^4"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25⁴. ტარიფის დადგენისა და ამოქმედების წესი და პროცედურები — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 25⁴ (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/25-4

1. სატარიფო განაცხადის განხილვისა და ტარიფის დადგენისათვის სააგენტო ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შემდეგ წესებსა და პროცედურებს: ა) სატარიფო განაცხადის მიღების წესს; ბ) სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს; გ) გადამზიდავისა და სხვა დაინტერესებული მხარის მიერ ტარიფის დასაბუთების პროცედურებს; დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს; ე) ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯების გამოთვლის მეთოდებსა და პროცედურებს.

2. ტარიფი ძალაში შედის სააგენტოს მიერ სატარიფო განაცხადის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადზე სააგენტოს მოთხოვნას. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/25-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/25-5.md
