---
title: "მუხლი 27. კანონით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა და ინვესტორის უფლებების სახელმწიფო გარანტიები — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/27"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "27"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. კანონით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა და ინვესტორის უფლებების სახელმწიფო გარანტიები — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/27

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვესტორის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ამოქმედებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს, არ შეეხება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებს, ასევე არსებულ ხელშეკრულებებს 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზეც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3. სახელმწიფო ორგანოებს და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ინვესტორს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ხელშეკრულების პირობებს. საქართველოს 1999 წლი 9 სექტემბრის კანონი №2392-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.225

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/28.md
