---
title: "მუხლი 30⁴. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის არსებული გენერალური ლიცენზია — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/30-4"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "30^4"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30⁴. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის არსებული გენერალური ლიცენზია — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 30⁴ (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/30-4

ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მიმართოს სააგენტოს მასზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის საფუძველზე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მოსაპოვებლად. არსებული სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე სააგენტო გასცემს სარგებლობის ლიცენზიას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/30-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/31.md
