---
title: "მუხლი 30. სადავო საკითხების განხილვა — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/30"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "30"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. სადავო საკითხების განხილვა — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/30

1. ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, განსაკუთრებით, თუ დავა ეხება მიწას ან სხვა უძრავ ქონებას, განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ხელშეკრულების თარგმნასთან, იურიდიულ სტატუსთან, პირობების შესრულებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ. თუ ინვესტორი არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, მასთან წარმოშობილი დავა შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/30-1.md
