---
title: "მუხლი 4. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებზე — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/4"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "4"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებზე — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/4

1. საქართველოს წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები და ბუნებრივი წყალბადის რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაა. მიწის საკუთრების უფლება არ გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას.

2. საქართველოს აქვს თავის ხმელეთსა და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება.

3. მოპოვებულ ნავთობზე, გაზსა და ბუნებრივ წყალბადზე საკუთრების უფლება განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად.

4. მოპოვებული და მიწისქვეშა რეზერვუარში შესანახად მოთავსებული ნავთობი, გაზი და ბუნებრივი წყალბადი მოპოვებულად ითვლება.

5. რეზერვუარში საწარმოო მიზნით (ჭაბურღილის ბურღვა, გამოცდა, მიწისქვეშა რემონტის ჩატარება, ათვისება და სხვა) დაბრუნებული ნავთობი, გაზი, ბუნებრივი წყალბადი მიიჩნევა ნავთობის, გაზის, ბუნებრივი წყალბადის მარაგების ნაწილად და მოპოვებულად არ ჩაითვლება. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/5.md
