---
title: "მუხლი 14¹⁰. განცხადება სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-10"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^10"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14¹⁰. განცხადება სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14¹⁰ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-10

1. ფიზიკური პირი სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

2. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტებისა, უნდა დაერთოს: ა) ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის 14 9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას; გ) სამუშაო ადგილის მისამართი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე, სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი, ან ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე.

3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარუდგინოს მას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-11.md
