---
title: "მუხლი 14¹³. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-13"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^13"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14¹³. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14¹³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-13

1. ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელს შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება სალიცენზიო პირობის დარღვევის აღმოფხვრამდე. კერძო აღმასრულებელმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნასთან შესაბამისობა.

2. კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება.

3. პროცესის მწარმოებელი ორგანო/პირი კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

4. კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაქვს კერძო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლები, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-14.md
