---
title: "მუხლი 14¹⁵. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში შეჩერებული საქმეების აღსრულების წესი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-15"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^15"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14¹⁵. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში შეჩერებული საქმეების აღსრულების წესი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14¹⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-15

1. კერძო აღმასრულებლისათვის ამ კანონის 14 13 ან 14 14 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერებისას ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნული საქმეების აღსრულებას განაგრძობს კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ბოლო სააღსრულებო მოქმედებიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სააღსრულებო საქმეზე კრედიტორი თავისუფლდება აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადახდისაგან.

3. კრედიტორს კერძო აღმასრულებლისათვის წინასწარი საზღაურის სახით გადახდილი თანხა უბრუნდება აღსრულების შედეგად ამოღებული თანხის პროპორციულად. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-16.md
