---
title: "მუხლი 14²². აღსრულების პოლიციელის სამართლებრივი დაცვა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-22"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^22"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14²². აღსრულების პოლიციელის სამართლებრივი დაცვა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14²² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-22

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. აღსრულების პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. აღსრულების პოლიციელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამ ბრძანების ან განკარგულების უკანონობის შესახებ, და კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. აღსრულების პოლიციელს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

4. აღსრულების პოლიციელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან პროკურორს. აღსრულების პოლიციელისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს კანონით დადგენილი წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.

5. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-23.md
