---
title: "მუხლი 14²⁶. კონკურსი. აღსრულების პოლიციაში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-26"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^26"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14²⁶. კონკურსი. აღსრულების პოლიციაში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14²⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-26

1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის არსებობა.

2. კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველმა პირმა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა პირის აღსრულების პოლიციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველ პირს შეიძლება მოეთხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-27.md
