---
title: "მუხლი 14²⁷. აღსრულების პოლიციელის სამსახურში მიღების (თანამდებობაზე დანიშვნის) გაფორმება. აღსრულების პოლიციელის ფიცი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-27"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^27"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14²⁷. აღსრულების პოლიციელის სამსახურში მიღების (თანამდებობაზე დანიშვნის) გაფორმება. აღსრულების პოლიციელის ფიცი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14²⁷ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-27

1. აღსრულების პოლიციელის სამსახურში მიღება (თანამდებობაზე დანიშვნა) ფორმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ვალდებულია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუ აღსრულების პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავს თანამდებობაზე მის დანიშვნას.

3. აღსრულების პოლიციაში პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს ფიცს: „ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები!“. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-28.md
