---
title: "მუხლი 14³¹. სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების შესრულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-31"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^31"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14³¹. სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების შესრულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14³¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-31

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პოლიციელის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის აღსრულების პოლიციის ნორმალურ ფუნქციონირებას, უფლებამოსილია: ა) სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები დააკისროს/გადაუნაწილოს სხვა აღსრულების პოლიციელს/აღსრულების პოლიციელებს მისი/მათი საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე; ბ) სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები დააკისროს სხვა აღსრულების პოლიციელს და ის გაათავისუფლოს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან.

2. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეასრულოს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შესაძლებელია მისი შემცვლელი აღსრულების პოლიციელის თანხმობით.

3. აღსრულების პოლიციელს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.

4. აღსრულების პოლიციელს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ აღსრულების პოლიციელს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-32.md
