---
title: "მუხლი 14⁸. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-8"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^8"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14⁸. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14⁸ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-8

1. კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს აღსრულების ეროვნული ბიურო.

2. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ამ თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური პირი, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იყოს ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე; ბ) ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება; გ) ჩაბარებული ჰქონდეს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით; დ) ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო ადგილი. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-9.md
