---
title: "მუხლი 14⁹. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-9"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^9"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14⁹. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14⁹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-9

1. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა იმ ფიზიკურ პირზე: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმოთხოვნებს; ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე; გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; დ) რომელიც განთავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან ან ნოტარიუსის თანამდებობიდან ანდა რომელსაც შეუწყდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო; ე) რომლის საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად; ვ) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი, ადვოკატი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორია; თ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სააღსრულებო საქმიანობის უფლება; ი) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი.

2. კერძო აღმასრულებელი არ შეიძლება იყოს არბიტრაჟის წევრი. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/15.md
