---
title: "მუხლი 15². აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/15-2"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "15^2"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15². აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 15² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/15-2

1. აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით. აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხი შეიძლება დააყენონ სააღსრულებო წარმოების მხარეებმა ან/და თავად აღმასრულებელმა.

2. სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ სააღსრულებო წარმოების მხარეებს.

3. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/15-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/16.md
