---
title: "მუხლი 19. სააღსრულებო საქმის მასალების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/19"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "19"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. სააღსრულებო საქმის მასალების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/19

სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, გაეცნოს სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა და მათი ასლებისა, ხოლო სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, გაეცნოს იმ სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, რომლებიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის უფლებაზე ან/და კანონიერ ინტერესზე, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. თავი IV 1 მოვალეთა რეესტრი საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/18-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/19-1.md
