---
title: "მუხლი 28². სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით შეტანილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/28-2"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "28^2"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28². სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით შეტანილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 28² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/28-2

1. გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში ამ ქონების მესაკუთრე (დაინტერესებული პირი) ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში გირაოს სახით განსაზღვრული თანხა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უძრავი ქონება გირაოს სახით განსაზღვრული თანხის იძულებით ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიიქცევა ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

3. (ამოღებულია). საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/28-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/28-3.md
