---
title: "მუხლი 59. მრავალჯერადი ყადაღა. უარი ყადაღადადებულ მოთხოვნაზე — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/59"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "59"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. მრავალჯერადი ყადაღა. უარი ყადაღადადებულ მოთხოვნაზე — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/59

1. მოთხოვნაზე მრავალჯერადი ყადაღის დადებისას კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება იმ რიგითობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მესამე დავალებულ პირს გადაეცა განკარგულება მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განცხადების ერთდროულად წარდგენისას კრედიტორები დაკმაყოფილდებიან მათი მოთხოვნების პროპორციულად.

2. მრავალჯერადი ყადაღის დადებისას დავალებული პირი ვალდებულია განახორციელოს გადახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, რომელიც ამოღებულ თანხას ანაწილებს ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/60.md
