---
title: "მუხლი 60. ვინდიკაციების ყადაღის დადება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/60"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "60"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. ვინდიკაციების ყადაღის დადება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/60

1. ნივთის გადაცემაზე მოთხოვნების დროს ყადაღის დადების შესახებ განკარგულებაში უნდა განისაზღვროს, რომ დავალებულმა პირმა ნივთი უნდა გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იძულებითი ქმედება დავალებული პირის წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, თუ კრედიტორი ნივთის გადმოცემაზე მოიპოვებს აღმასრულებელ დოკუმენტს დავალებული პირის წინააღმდეგ.

2. თუ ხდება მოძრავი ნივთის გადაცემა, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის წესი.

3. თუ გადასაცემია უძრავი ნივთი, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება უძრავი ქონების მიმართ აღსრულების წესი. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 თავი XI აღსრულება უძრავ ქონებაზე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/61.md
