---
title: "მუხლი 82². კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/82-2"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "82^2"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82². კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 82² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/82-2

1. თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა საკმარისი არ არის კრედიტორთა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს თანხა კრედიტორთა შორის ნაწილდება ამ კანონის 82 3 მუხლით დადგენილი რიგის დაცვით.

2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

3. თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/82-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/82-3.md
