---
title: "მუხლი 83². ლიზინგის მოწმობის საფუძველზე მოძრავი ნივთის ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/83-2"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "83^2"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83². ლიზინგის მოწმობის საფუძველზე მოძრავი ნივთის ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 83² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/83-2

1. ლიზინგის გამცემის მიერ აღსრულების ორგანოსთვის ლიზინგის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, რომელზედაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია ლიზინგი, ლიზინგის გამცემს მფლობელობაში დაუბრუნდება მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ლიზინგის მოწმობის აღსრულების ორგანოსთვის წარდგენის მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/83-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/84.md
