---
title: "მუხლი 90¹⁰. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-10"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "90^10"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90¹⁰. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 90¹⁰ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-10

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით.

2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, აღმასრულებელი მას მძღოლის მოწმობას იძულების წესით ჩამოართმევს. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-11.md
