---
title: "მუხლი 90¹². ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების/ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი და ვადები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-12"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "90^12"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90¹². ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების/ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი და ვადები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 90¹² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-12

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში/გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ქონებრივი ზიანი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში – ამავე აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს), ხოლო დადგენილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში – საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების/ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობისას ეს დოკუმენტები იძულებითი აღსრულების საფუძველია. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4073- სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.503

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-13.md
