---
title: "მუხლი 90². სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-2"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "90^2"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90². სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 90² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-2

1. სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში კრედიტორი უფლებამოსილია წერილობითი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება წინსწრებით, ერთჯერადი კომპენსაციის სახით. ერთჯერადი კომპენსაციის სახით თანხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რაც იძულებითი აღსრულების საფუძველია. ერთჯერადი კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობას და გაცემის წესს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა. ერთჯერადი კომპენსაციის სახით გასაცემ თანხაზე კრედიტორის მიერ ახალი სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ აღსრულება წყდება ამ კანონის 34- ე მუხლის „ ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-3.md
