---
title: "მუხლი 90⁹. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-9"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "90^9"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90⁹. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 90⁹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-9

1. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იგზავნება დამრღვევის სამუშაო ადგილზე მისი ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითავად.

2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია დამრღვევის ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან, ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმა გადაიხდევინება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს დადგენილების გამომტან ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლის თაობაზე.

3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააღსრულებო დოკუმენტებით ასეთს არ ექვემდებარება. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91.md
