---
title: "მუხლი 91¹³. ფაქტების კონსტატაციის ზოგადი პრინციპები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-13"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "91^13"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91¹³. ფაქტების კონსტატაციის ზოგადი პრინციპები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 91¹³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-13

1. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე.

2. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით.

3. ფაქტების კონსტატაცია გამოიყენება ისეთ გარემოებებთან მიმართებით, რომელთა აღქმა და აღწერა შესაძლებელია.

4. ფაქტების კონსტატაცია დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

5. ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებული აღმასრულებლის ქმედება არ საჩივრდება. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-14.md
