---
title: "მუხლი 91¹⁵. ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-15"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "91^15"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91¹⁵. ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებები — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 91¹⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-15

1. ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებებია ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია მტკიცებულებების შეგროვება.

2. ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით.

3. თუ პირი უარს აცხადებს თავის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ფაქტების კონსტატაციის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის დაშვებაზე, გამოიყენება ამ კანონის 91 17 მუხლის მე-2 პუნქტი. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-16.md
