---
title: "მუხლი 91¹⁷. ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-17"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "91^17"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91¹⁷. ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 91¹⁷ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-17

1. ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის თარიღსა და დროს; ბ) ფაქტების კონსტატაციის საფუძველს; გ) დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში − დაინტერესებული მხარის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; დ) მითითებას ადგილმდებარეობაზე, სადაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია, ხოლო კერძო საკუთრების ან/და კანონიერი მფლობელობის შემთხვევაში − პირის დასახელებას, რომლის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია; ე) მითითებას გარემოებაზე, რომლის დადგენაც იყო მოთხოვნილი; ვ) ფაქტობრივი გარემოების ზუსტ აღწერას; ზ) მითითებას ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლებიც იქნა გამოყენებული, და თანდართული მასალების ჩამონათვალს; თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, რომელმაც განახორციელა ფაქტების კონსტატაცია, ვინაობასა და ხელმოწერას.

2. ფაქტების კონსტატაციის შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა ფაქტების კონსტატაციას. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-18.md
