---
title: "მუხლი 91¹⁸. ანაზღაურება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-18"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "91^18"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91¹⁸. ანაზღაურება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 91¹⁸ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-18

1. ფაქტების კონსტატაცია არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანაზღაურებადი საქმიანობა.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვას.

3. ფაქტების კონსტატაციის საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები, ასევე ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვის ვადა, საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. თავი XVI 3 სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-19.md
