---
title: "მუხლი 91. სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "91"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91. სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 91 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91

1. საერთაშორისო კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/90-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/91-1.md
