---
title: "მუხლი 3. დაზარალებული პირები — ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18454-k-tbilisshi-1989-wlis-9-aprils-sakartvelos-damoukideblobis-motkhovnit-/3"
law: "ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 18454"
adopted: "1999-04-30"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. დაზარალებული პირები — ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18454-k-tbilisshi-1989-wlis-9-aprils-sakartvelos-damoukideblobis-motkhovnit-/3

ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევიან: ა) დაღუპულთა ოჯახის წევრები: შრომისუუნარო მშობლები; მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა; არასრულწლოვანი შვილი ან/და ნაშვილები; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; გ) მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებული პირები. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №856 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი II. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიები მუხლი 4. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს: ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) (ძალადაკარგულია - 23.12.2005, №2454). საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2454 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.435 მუხლი 5. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) (ძალადაკარგულია - 23.12.2005, №2454). საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2454 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.435 მუხლი 6. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური დაცვა ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს: ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) (ძალადაკარგულია - 23.12.2005, №2454). საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2454 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.435

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18454-k-tbilisshi-1989-wlis-9-aprils-sakartvelos-damoukideblobis-motkhovnit-/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18454-k-tbilisshi-1989-wlis-9-aprils-sakartvelos-damoukideblobis-motkhovnit-/4.md
