---
title: "მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი — ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18454-k-tbilisshi-1989-wlis-9-aprils-sakartvelos-damoukideblobis-motkhovnit-/8"
law: "ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 18454"
adopted: "1999-04-30"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი — ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18454-k-tbilisshi-1989-wlis-9-aprils-sakartvelos-damoukideblobis-motkhovnit-/8

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა.

2. საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე სათანადო სადაზღვევო პოლისების გაცემა.

2¹. ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან.

3. (ამოღებულია - 23.12.2005, №2454).

4. (ამოღებულია - 23.12.2005, №2454). საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2454 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.435

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18454-k-tbilisshi-1989-wlis-9-aprils-sakartvelos-damoukideblobis-motkhovnit-/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18454-k-tbilisshi-1989-wlis-9-aprils-sakartvelos-damoukideblobis-motkhovnit-/9.md
