---
title: "მუხლი 10. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/10"
law: "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
article: "10"
identifier: "1933"
adopted: "1999-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/10

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეწყდება, თუ: ა) შესრულდა ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა; ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია; გ) დადგინდა კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს შესამოწმებელი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს; დ) გავიდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისა და შეწყვეტის ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უწყებრივი ნორმატიული აქტებით. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3537 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/11.md
