---
title: "მუხლი 11. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების გამოყენება — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/11"
law: "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
article: "11"
identifier: "1933"
adopted: "1999-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების გამოყენება — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/11

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ მომზადდეს და განხორციელდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებანი, დანაშაულის თავიდან აცილების, აღკვეთისა და გახსნის ღონისძიებანი.

2. ოპერატიული შემოწმების მასალები არ წარმოადგენს ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების და იურიდიული პირის უფლებების შეზღუდვის საფუძველს. თავი III ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/12.md
