---
title: "მუხლი 18. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/18"
law: "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
article: "18"
identifier: "1933"
adopted: "1999-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/18

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილ საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოეყოფათ ფინანსური სახსრები. ამ მუხლში მითითებულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეთ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ფინანსური სახსრების ხარჯვის, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებით სარგებლობისა და აღნიშნული ქონების განკარგვის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5549-ვებგვერდი, 28.12.2011წ. თავი VI კონტროლი და ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისადმი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/19.md
