---
title: "მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/21"
law: "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
article: "21"
identifier: "1933"
adopted: "1999-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/21

1. ზედამხედველობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.

2. მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №663 – ვებგვერდი, 24.06.2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018წ. თავი VII დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/22.md
