---
title: "მუხლი 3³ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/3-3"
law: "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
article: "3^3"
identifier: "36"
adopted: "2013-02-21"
consolidated_as_of: "2026-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3³ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 3³ (consolidated as of 2026-09-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/3-3

1. ერთჯერადი ღონისძიების სახით, 2024 წლის პირველი იანვრიდან განხორციელებული ქიმიოთერაპიული შემთხვევები იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებიც 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აწვდიდნენ ქიმიოთერაპიულ სერვისს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში და ამ დადგენილების ამოქმედების დროისათვის კვლავ ახორციელებენ ქიმიოთერაპიული სერვისის მიწოდებას, კლასიფიცირდეს „ასანაზღაურებელ შემთხვევად“, ქიმიოთერაპიის დანართის მოპოვების ან მაღალ რისკს მიკუთვნებული საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში წარდგენის თარიღის, ასევე სააგენტოსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიუხედავად.

2. ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე სააგენტოსთან ანგარიშგება განახორციელონ არაუგვიანეს 2025 წლის 1 აპრილისა.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 19 თებერვლის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 19.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/3-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/3-4.md
