---
title: "მუხლი 5³ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-3"
law: "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
article: "5^3"
identifier: "36"
adopted: "2013-02-21"
consolidated_as_of: "2026-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5³ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 5³ (consolidated as of 2026-09-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-3

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2021 წლის 27 ივლისიდან  2021 წლის 1 ოქტომბრამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართი 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2021 წლის 27 ივლისამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №399 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-4.md
