---
title: "მუხლი 5⁷ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-7"
law: "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
article: "5^7"
identifier: "36"
adopted: "2013-02-21"
consolidated_as_of: "2026-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5⁷ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 5⁷ (consolidated as of 2026-09-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-7

1. პროგრამის ფარგლებში, დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, აკმაყოფილებდეს „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანების პირობებს.

2. სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ან სხვა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანება შესაძლებელია,  ითვალისწინებდეს დიფერენცირებული მიდგომის შესაძლებლობას, თუ ეს გავლენას არ მოახდენს დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-8.md
