---
title: "მუხლი 5⁸ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-8"
law: "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
article: "5^8"
identifier: "36"
adopted: "2013-02-21"
consolidated_as_of: "2026-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5⁸ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 5⁸ (consolidated as of 2026-09-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-8

ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს სააგენტო, სამედიცინო დაწესებულების მიმართ განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული და/ან რეგულირების სააგენტოს კონტროლის/რევიზიის აქტებით დაკისრებული საჯარიმო სანქციების, აგრეთვე ამავე პროგრამების ფარგლებში ამ დაწესებულების სხვა ფულადი ვალდებულებების გადახდის ადმინისტრირება განხორციელდეს ამ დადგენილების №1 დანართის 19
1
მუხლის პირობებით, თუ სამედიცინო დაწესებულების მიმართ სააგენტოს აქვს ფულადი ვალდებულებები ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-9.md
