---
title: "მუხლი 5⁹ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-9"
law: "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
article: "5^9"
identifier: "36"
adopted: "2013-02-21"
consolidated_as_of: "2026-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5⁹ — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 5⁹ (consolidated as of 2026-09-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-9

2024 წლის 1 იანვრიდან ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) ფარგლებში დამდგარი შემთხვევა (გარდა გეგმური ამბულატორიისა) იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კერძო სადაზღვევო სქემებში, უპირატესად უფინანსდებათ ორგანიზაციას/ფიზიკურ პირსა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხის შემდგომ დარჩენილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამავე დადგენილების №1 დანართით გაწერილი პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისთვის ასანაზღაურებელი თანხისა.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №431 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/5-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1852448-saqoveltao-jandatsvaze-gadasvlis-miznit-gasatarebel-zogiert-ghonisdzie/6.md
