---
title: "მუხლი 12. ინტერესთა კონფლიქტი — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/12"
law: "არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 1894"
adopted: "2002-07-04"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ინტერესთა კონფლიქტი — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/12

საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ან გამგეობის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ან გამგეობის წევრი. ამასთანავე, პირს ეკრძალება, იყოს საკრედიტო კავშირის გამგეობის წევრი, თუ: ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან სხვა საკრედიტო კავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა; ბ) მან კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან სხვა საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა; გ) იგი იყო კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან სხვა საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა; დ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის მიმართ; ე) მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2605 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. თავი IV ანაბარი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/13.md
