---
title: "მუხლი 2. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/2"
law: "არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1894"
adopted: "2002-07-04"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/2

1. ეს კანონი ვრცელდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე (შემდგომში – საკრედიტო კავშირი) და მისი მიზანია მათი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირებმა თავიანთ საფირმო დასახელებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა უნდა შეიტანონ ტერმინი „საკრედიტო კავშირი“. არც ერთ საკრედიტო კავშირს არა აქვს სიტყვის „ბანკი“ გამოყენების უფლება.

3. არავის არა აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი „საკრედიტო კავშირი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არა აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან როდესაც დასახელებიდან აშკარაა, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/3.md
