---
title: "მუხლი 22. დივიდენდები — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/22"
law: "არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 1894"
adopted: "2002-07-04"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. დივიდენდები — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/22

1. პაის შეიძლება დაერიცხოს დივიდენდები. დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ სრულად გადახდილ პაის. დივიდენდის ოდენობას განსაზღვრავს საერთო კრება გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებების განხილვის შემდეგ.

2. პაის დივიდენდები დაერიცხება მის პროპორციულად. სამეურნეო წლის განმავლობაში განხორციელებული შესატანები მოგების განაწილებისას გაითვალისწინება შეტანის მომენტიდან განვლილი დროის პროპორციულად.

3. პაის დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ საერთო რეზერვში კანონით დადგენილი ანარიცხების განხორციელების შემდეგ, ფინანსური წლის შედეგების შესაბამისად. დივიდენდების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გასანაწილებელი მოგების 10 პროცენტს. თავი IX ლიცენზირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/23.md
