---
title: "მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/26"
law: "არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 1894"
adopted: "2002-07-04"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/26

1. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. იმავდროულად, იგი ეგზავნება საკრედიტო კავშირს. საკრედიტო კავშირი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა საქართველოს ეროვნულ ბანკს. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

2. ლიცენზიის გაუქმების დღიდან საკრედიტო კავშირს ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში საკრედიტო კავშირი ყველა ვალდებულების განაღდებამდე ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.

3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. თავი X. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/27.md
