---
title: "მუხლი 3. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/3"
law: "არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1894"
adopted: "2002-07-04"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/3

1. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპებია: ა) წევრობის ნებაყოფლობითობა; ბ) ერთი და იმავე თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება. ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შემთხვევაში საკითხი რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით; გ) წევრთა უშუალო მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მართვაში.

1¹. საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობა 200-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საბანკო საქმიანობა: ა) მიიღოს ანაბრები მხოლოდ თავისი წევრებისაგან; ბ) გასცეს სესხები მხოლოდ თავის წევრებზე; გ) განახორციელოს ინვესტიციები ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად; დ) გასწიოს ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, სასესხო ვალდებულებების აღების ჩათვლით. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1896 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/4.md
