---
title: "მუხლი 6. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი ორგანოები — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/6"
law: "არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1894"
adopted: "2002-07-04"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი ორგანოები — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/6

1. საკრედიტო კავშირის საქმიანობას მართავენ საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და გამგეობა.

2. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა წევრები, გარდა დაქირავებული აღმასრულებელი დირექტორისა, უნდა იყვნენ იმავე საკრედიტო კავშირის წევრები. ხელმძღვანელ ორგანოში შეიძლება იყოს ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკრედიტო კავშირის ყველა წევრი ერთი ოჯახის წევრია ან მის წევრთა უმრავლესობა წარმოდგენილია ოჯახის წევრებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/7.md
